შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბას საგოლე პასით გახსნა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა "დალასის" მხარეს გადავიდა და ტეხასელებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს. 65-ე წუთზე "მაიამიმ" სხვაობა შეამცირა, გატანილი გოლიდან 3 წუთში კი კვლავ "დალასმა" გაიტანა, მე-80 წუთზე ფარფანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
85-ე წუთზე "ლა პულგამ" შორეული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ამ სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.
პენალტების სერია "მაიამის" გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.
მაიამის "ინტერის" თანამშრომელმა მესის ავტოგრაფი სთხოვა, რის გამოც სამსახურიდან გააგდეს