"ჩელსი" კაისედოს სანაცვლოდ 133 მილიონ ევროს იხდის - ეკვადორელმა "ლივერპული" უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
"ჩელსი" "ბრაიტონს" მოისეს კაისედოს სანაცვლოდ 133 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ეკვადორელმა ფეხბურთელმა "ლივერპული" უარით გაისტუმრა და მერსისაიდელებს აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლონდონურ კლუბში სურს.

დიდი ალბათობით, მისი ტრანსფერი "ჩელსიში" უახლოეს საათებში დაიხურება.

შეგახსენებთ, "ბრაიტონმა" კაისედო 2020 წელს 5 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელსი თავის სტიქიაშია.
G.LA
14:32 12-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული