მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასულ მარის მეკარე ტერ შტეგენმა არ გაატანინა. შესვენების შემდეგ „ბარსამ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, გავიმ ბურთი ხარიხას გაარტყა, აბდეს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, 83-ე წუთზე აქტიური გიუნდოგანის პასით პედრიმ თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ფერან ტორესმა კომპენსირებულ დროში დალაშქრა ლედესმას კარი.
27 აგვისტოს „ბარსელონა“ გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.
„ბარსას“ მწვრთნელმა ხავიმ პირველად დააყენა სასტარტოში კლუბის აკადემის აღზრდილი, 16
წლის ნახევარმცველი იამალი, რომელსაც ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, 85-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 39 603 მაყურებელი
ბარსელონა - კადისი 2:0
გოლები: 1:0 პედრი (83), 2:0 ფერან ტორესი (90+4)