სკანდალი. ესპანელ ფეხბურთელ ქალს ფედერაციის პრეზიდენტმა ტუჩებში აკოცა და ატყდა დავიდარაბა

AutoSharing Option
არ გაკოცო - არ იქნება, გაკოცო და ვიცი...

ავსტრალიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ტიტული. მოთამაშეებისთვის ოქროს მედლების გადაცემისას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი 33 წლის თავდამსხმელ ჯენიფერ ერმოსოს ჩაეხუტა, შემდეგ კი ტუჩებში მგზნებარედ აკოცა და ატყდა ერთი ამბავი.

თავად ერმოსოს კოცნა არ გაუპროტესტებია, თანაგუნდელებმა მხოლოდ იხუმრეს და იხალისეს, მაგრამ სამაგიეროდ, აღნიშნულმა ფაქტმა ქვეყნის მთავრობის წევრების აღშფოთება გამოიწვია. სოციალური უფლებების მინისტრმა იონე ბელარამ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქალებზე სექსუალური ძალადობა უნდა შეწყდეს და
როდესაც მამაკაცები ამას სახალხოდ აკეთებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებენ ერთი-ერთზე დარჩენისას.

ბელარას მხარი თანასწორობის მინისტრმა ირენ მონტერომ დაუჭირა. "ეს სექსუალური ძალადობის ფორმაა. კოცნა ნებართვის გარეშე დაუშვებელია, რაც ჯერ კიდევ ვერ ავიყვანეთ კონტროლის ქვეშ. ამის გამო ქალები განიცდიან. მთელი საზოგადოების ამოცანა ამის შეცვლაა. თანხმობა - ეს მთავარია", - გამოაქვეყნა მონტერომ სოციალურ ქსელში პოსტი.

45 წლის რუბიალესს ისღა დარჩენოდა, ბოდიში მოეხადა. მან As-ს განუცხადა, რომ, რა თქმა უნდა, შეცდა, ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ერმოსოსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მაქსიმალურად ემოციურ მომენტში თავი ვერ შეიკავა და არავითარ მავნე განზრახვას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თავად "დაზარალებულმა" ერმოსომ კი ბრძანა, რომ სულაც არ გრძნობს თავს დაზარალებულად, პრეზიდენტი მათ საუკეთესოდ ექცეოდა და ეს მადლიერების, სიხარულისა და მეგობრობის ბუნებრივი ჟესტი იყო.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ კაცს რომ ბიჭისთვის და თან ზედდამატებული ზანგისთვის მაგალითად ანსუ ფატისთვის რომ ეკოცნა არავინ იტყოდა რომ იძალადა."სიყვარული სიყვარულია" და სხვა პერვერტობების ძახილით აიკლებდნენ ესპანურ ინტერნეტ სივრცეს. ძალოადობა სად დაინახეთ თქვე ლიბერასტებო? იმ ქალს არ უნდოდა ეს ძალით მიდიოდა საკოცნად? ან აკოცა და მერე უთხრა შენ ალაოდ ხო არ ხარ რას მკოცნიო? პრინციპში ასეც რომ ყოფილიყო ძალადობა არც ამას უნდა დაარქვა, მაგრამ ასეც კი არ ყოფილა. ამ ქალმა უნდა თქვას ჩემზე იძალადაო და დანარჩენი თქვენ ლიბერასტებო რაც არ იცით იმას ნუ ამბობთ
4
იქაური ბაბუცა პატარაიები.DDDDDD თანხმობა სიტყვიერად უნდა მოითხოვო თუ წერილობით?DDDDDDDDDDD
ეეე
22:40 21-08-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული