გორიდან ვენაში - "დილა" ტრანსფერში 700 ათასს მიიღებს

AutoSharing Option
ავსტრიული "კურიერი" იტყობინება, რომ "რაპიდმა" თითქმის სამთვიანი ძალისხმევა წარმატებით დაასრულა და "დილას" გარემარბი ტიერი გეილი გადაიბირა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ვენურ კლუბს 700 ათას ევროზე ოდნავ ნაკლები დაუჯდება, რაც ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ძვირი არ არის.

21 წლის გეილს სხვა კლუბები უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ მან "რაპიდში" გადასვლა ისურვა. ის გუნდიდან წასულ მარკო გრიულს შეცვლის. გუნდი აგრეთვე ცენტრალურმა მცველმა ნენად ცვეტკოვიჩმა დატოვა, რომლის შემცვლელსაც სასწრაფოდ ეძებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აქვე,სხვა სტატიებში 1,2 მილიონს იძლევიანო,სხვა საიტზე,წავიკითხე,1,7 მილიონიო და ახლა 700 000-მდეო.დასაჯერებელია?მაგ ფასში გაყიდვა ხომ, მართლაც გადაგდებაა!
სოსო
21:00 25-08-2023
2
ჯერ 1,2 მილიონი, შემდეგ 800 000, ეხლა 700 000... ან მენეჯმენტი ვერ მუშაობს ან თავმოყვარეობა არ გაქვთ. მესამე ვარიანტი არ არსებობს!
ლაშა
23:20 25-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული