"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 16 სექტემბერს, სერია A-ს მე-4 ტურში "ჯენოამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია იმიტომ შეცვალა, რომ შანსი სხვა ფეხბურთელებისთვისაც მიეცა.

"ცუდად ვითამაშეთ, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით, როდესაც მეტოქე ჩვენზე ორი გოლით წინ იყო. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა შესვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მატჩში გარდატეხა მოახდინეს.

ეს შეხვედრა ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში პირველივე წუთიდან 100%-ით დავიხარჯებით.

კვარას ჟესტი? ვინც კარგად ვარჯიშობს შანსს ყველა მიიღებს, ეს ჩემმა ფეხბურთელებმა იციან,
მინდა შანსი ყველამ მიიღოს და ქართველიც სწორედ ამიტომ შევცვალე", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

alt"კვარას" მშრალი სერია? მას შემდეგ რაც ნაკრებში 2 სრული მატჩი ითამაშა, დავრწმუნდი რომ..." - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის წინ

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველ რიგში ფეხბურთელი ასრულებს მწვრთნელის დავალებას, სხვა საკითხია როგორია ეს დავალება და როგორ ასრულებს მას მოთამაშე! ფაქტია და შეუიარებელი თვალითაც ჩანს რომ გარსია ერთერთი სუსტი მწვრთნელია და მას A გეგმის შემდეგ, არავითარი B და C გეგმა არ გააჩნია!რაც შეეხება ხვიჩას, ქართველებს როგოც გვახასიათებს და გჩვევია ისტორიულად, შეგვიძლია ერთ წამში ადამიანი "შევჭამოთ, დავღეჭოთ, ვაგინოთ" (ყველაზე, მადლობა ღმერთს არ ვსაუბრობ), ვივიწყებთ მის ღვაწლს და წვლილს! აქ ხშირად მხვდება პოსტები და მათ შორის მეც როცა, ცხელ გულზე ვდებთ ჯანსაღ კრიტიკას, რაც მოდის და აუცილებელიც არის! ხვიჩა აშკარად განიცდის სპალეტის გეგმის ზემოქმედებას რაც დღესაც გრძელდება და მას ეტყობა ნერვიულობა და დაძაბულობა. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს სპოტსმენზე. მას წინა მწვრთნელმა მოთხოვა კატეგორიულად შეეწყვიტა დამოუკიდებელი დრიბლინგები და დაეხია უკან, რაც კვარას ნაირი ტექნიკური ფეხბურთელისათვის შებოჭვის და გამორთვის ტოლფასია! გუნდში შეინიშნება არა ჯანსაღი ატმოსფეროც, რაც პასების არ მიცემით გამოიხატება და ამაზე არ ან ვერ რეაგირებდა სპალეტი და გარსიაზე საუბარიც ზედმეტია!!! პლიუს აგენტის და აურელიოს უკვე შაყირამდე მისული მოლაპარაკებები მის ხელფასთან და მომავალთან დაკავშირებით!! ეს ერთობლიობაში იწვევს გარკვეულ სტრესს რაც აისახება კიდევაც მის თამაშზეც. მოკლედ მე ერთი რამე ვიცი და მჯერა, კვარა თავის სახელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით დაწერს!
NAPOLI!
19:47 17-09-2023
2
მოკლედ, ხვიჩამ "დაყვინა".
ბადრი
15:10 17-09-2023
56
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული