"გარსია გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია" - იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
"ნაპოლის" წარუმატებელი სერია გრძელდება, რუდი გარსიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვება ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა.

იტალიური გამოცემა IL Mattino-ს ცნობით, თუ "პარტენოპეი" მალე დადებითი შედეგების დაფიქსირებას ვერ დაიწყებს, აურელიო დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებს.

"ფრე კატასტროფა არ არის, თუმცა "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაში არიან. როგორც ჩანს, "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, გარსიას გუნდი მძიმედ გამოიყურება. რუდი გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 20 სექტემბერს, "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი

[VIDEO]

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი ლაურენტისის და მისი სიხარბის ბრალია! სპალეტიც ამიტომ გაიქცა, თავს უშველა და აგერ გუნდიც რა დღეშია ყველა ხედავს. მარტო კვარა კი არა, არამედ ოსიმენიც აღარ ჩანს, სხვებზე არაფერს აღარ ვიტყვი.
მძაღო
09:16 19-09-2023
1
გარსია ვაფშე რატო დანიშნეს ვაფშე ვერ ვხვდები გუნდს არაფერი არეტყობა მაგის ხელის..ჩემი აზრით დროზე მოსახსნელია თუ არა დაღუპავს ნაპოლის ვერც ოსიმენი ვერც კვარაცხელია ვერ იპოვა ტიპმა...ვაფშე აჩრდილიც არაა იმ გუნდია რამაც ჩემპიონობა მოაპოვებინა ნაპოლის.
სიმართლე
00:45 18-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული