"გარსია გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია" - იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
"ნაპოლის" წარუმატებელი სერია გრძელდება, რუდი გარსიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვება ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა.

იტალიური გამოცემა IL Mattino-ს ცნობით, თუ "პარტენოპეი" მალე დადებითი შედეგების დაფიქსირებას ვერ დაიწყებს, აურელიო დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებს.

"ფრე კატასტროფა არ არის, თუმცა "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაში არიან. როგორც ჩანს, "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, გარსიას გუნდი მძიმედ გამოიყურება. რუდი გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 20 სექტემბერს, "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი

[VIDEO]

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიოლი არ უნდათ?
ვაჩუქებთ!
ზედ კობის, ხიზანას, მუჯირს და კიდევ რამდენიმესაც მივაყოლებთ.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
15:30 17-09-2023
9
შარშანდელისაგან განსხვავებით,იტალიის გრანდების ვარსკვლავები,მსოფლიოს ჩემპიონატზე კი არა,სკუდეტოსა და ჩემპიოთა ლიგაზე არიან ორიენტირებულები,მათ შემადგენლობები გააძლიერეს,ნაპოლიმ კი,პირიქით,თავი დაისუსტა.რა თქმა უნდა,პრაქტიკულად გამორიცხულია,სკუდეტოს შენარჩუნება.აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ ინტერის,მილანის და იუვესაგან განსხვავებით,ნაპოლი,იტალიის გრანდი არ არის და მათთვის,ჩემპიონის ტიტული,ისტორიული მოვლენაა.მთელი ნეაპოლი,დიდხანს ზეიმობდა,მაშინ როცა გრანდები იმარჯვებენ და მეორე დღეს,ახალი გამარჯვებებისათვის აგრძელებენ მზადებას.მათთვის ჩემპიონობა,ჩვეულებრივი ამბავია და ისეთ ეიფორიას არ იწვევს,როგორსაც,ნაპოლის მსგავს გუნდში.1964 წელს,ჩვენი დინამო,ჩემპიონი რომ გახდა,მთელი საქართველო შემოატარეს,ზარ ზეიმით,ქეიფით და დროს ტარებით.მეორე სეზონისათვის მოსამზადებელი პერიოდი,ფაქტობრივად ჩააგდეს და 1965 წელს,უმედლოდ დავრჩით.არადა უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა.გრანდები,სწორედ მაგით განსხვავდებიან,ხანმოკლე პროექტებისაგან,რომ ხანგრძლივვადიანი პროექტები არიან და ასეც უდგებიან საქმეს.გრანდები,გამარჯვების შემდეგაც,ყოველწლიურად სცვლიან შემადგენლობას,რათა თამაშში ცვლილებები შეიტანონ და მეტოქეებს,სიახლეები შესთავაზონ.ნაპოლიმ რა გააკეთა?ერთი საკვანძო ფეხბურთელი გაუშვა,სხვები კი,დაიტოვა,მაგრამ ყველა უკმაყოფილოა გუნდის მფლობელით და ხელფასით.ეგ კი არა,ზოგიერთ ლიდერს,ხელფასი შეუმცირეს კიდეც,სხვებს არ გაუზარდეს,ან კიდევ უმნიშვნელოდ გაუზარდეს.ასეთ დროს,გამორიცხულია,გუნდმა ძველი მუხტი შეინარჩუნოს,ამათ კი,კიმ მინ ჯეც გაყიდეს და დაცვაში,უზარმაზარი ნაპრალიც გაიჩინეს,ყოველ მომდევნო თამაშში,მეტოქეების მხრიდან სულ უფრო მეტ დარტყმას რომ ატარებს.ხვიჩამ და ოსიმჰენმა შარშანდელზე უკეთაც რომ ითამაშონ,ტიტულის შესანარჩუნებლად,ესეც არ იქნება საკმარისი,რადგან კონკურენტები გავიდნენ,სულ სხვა სიმაღლეებზე.ხვიჩა ძალიან უყვართ,ნეაპოლში,მაგრამ ხვიჩას დიდი გამარჯვებები სურს და საამისოდ,უფრო ძლიერი და სტაბილური კლუბი სჭირდება,სერიოზული ამბიციებით.ავანტიურისტი დე ლავრენტისი,მისი მოკავშირე არ გახდება და პირიქით,მის გამოყენებას შეეცდება.ფაქტია,რომ მამუკა ჯუღელი,მისთვის მზესუმზირასავით ადვილი გასაჩურჩ-გამოსაფურთხებელი აღმოჩნდა.ახლა უკვე კვარაცხელიას ოჯახზეა დამოკიდებული რა სურთ და სად სურთ,ენდობიან თუ არა,მამუკა ჯუღელს,ძველებურად და ისწავლა თუ არა რაიმე,მამუკა ჯუღელმა,წარსულის გამოცდილებით.
სოსო
15:23 17-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული