მოგეხსენებათ, ერედივიზიონის გასული ტურის მატჩი ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე "ფეიენოორდთან" 0:3 მარცხდებოდნენ, რის შემდეგაც ფანებმა მოედანზე ფოიერვერკების სროლა დაიწყეს და შეხვედრა 27 სექტემბრისთვის გადაიდო.
როტერდამელებთან დაპირისპირების დღესვე "აიაქსის" სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი გადააყენეს, დღეს კი წასვლის შესახებ განცხადება უკვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ ერინგამაც დაწერა.
ერინგამ აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში არ უნდა წაუყრუოს, როდესაც სიტუაცია კარგად არ მიდის, მდგომარეობა უნდა შეფასდეს, თანამდეობას ტოვებს და მუდმივად ამსტერდამული გუნდის გულშემატკივრად დარჩება.