"ჯანდაბაში წასულხართ! რუსეთი ვართ და კვერცხები უნდა ვაჩვენოთ" - გაბრაზებული კავაზაშვილი აზიაში გადასვლას მოითხოვს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა Fifa-სა და Uefa-ს შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვას:

"უკვე დიდი ხანია მე ევროპული ორგანიზაციების აღარ მჯერა. არც ფიფასი და არც უეფასი. არ მჯერა მათი, რადგან ისინი საკუთარ დებულებას არ იცავენ.

როდესაც მე ვიგებ, რომ ვინმე ჩვენი ქვეყნის გუნდის გამოსვლის წინააღმდეგია, მეცინება. მაჩვენეთ დებულებაში ის ადგილი, რაზე დაყრდნობითაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან. თუ უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის და ინგლისის ლოგიკას დავუჯერებთ, მუდმივად უარყოფითი
იმიჯი გვექნება. საჭიროა, რომ ეს ქვეყნები ჯანდაბაში გავუშვათ.

მითხარით, რატომ გვაღელვებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ წინააღმდეგ გამოდის? წაიკითხეთ, რომ ზოგიერთ ტურნირზე დროშის და ჰიმნის გარეშე გამოვალთ? და რაში გვჭირდება ჩვენ ეს?

პოზდნიაკოვმა ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ ჰიმნის და დროშის გარეშე არსად არ გამოვალთ და თანხასაც არ შევიტანთ ამ ორგანიზაციებში.

ნუთუ არ შეიძლება ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩავატაროთ? დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ამის წინააღმდეგი იქნება. არ შეიძლება ნაციონალური ფაქტორის და ნიშნების დამცირება. მე დიდი ხანია ვამბობ რომ ამ ტურნირებში მონაწილეობაზე უარი უნდა ვთქვათ, რომ ტომას ბახი ავატიროთ.

სამარცხვინო იქნება თეთრი დროშის ქვეშ გამოსვლა, ჩვენ უნდა ვუთხრათ ფიფას და უეფას: "ჯანდაბაში წასულხართ". ჩვენ აზიის კონფედერაციაში უნდა გავერთიანდეთ და რაც გვინდა, ის გავაკეთოთ. ჩვენ რუსეთი ვართ და კვერცხები უნდა ვაჩვენოთ", - თქვა კავაზაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
რად გინდა იმისთანა კვერცხები, რომელშიც რუსეთივით დაპალი თესლია. თფუ.
მალხაზ ჯობავა
18:25 28-09-2023
2
რაღა უნდა აჩვენოთ, ანზ(ღ)ორ? თავიდან ბოლომდე კვერცხები არ ხართ? )))))))))))
გივი
17:44 28-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული