"შოკში ვართ" - "ვაალვიკის" დირექტორმა მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "ვაალვიკის" მეკარეს ეტიენ ვასენს "აიაქსის" თავდამსხმელის ბრიან ბრობის ფეხი მოხვდა თავში, რის შემდეგაც გრძნობა დაკარგა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლუბის დირექტორმა ფრანკ ვან მოსელველდმა გააკეთა.

"ჩენ ყველანი შოკში ვართ. საბედნიეროდ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, გრძნობაზე იმყოფებოდა. თუმცა, საერთოდ არ ახსოვდა, რა დაემართა. სასიხარულოა, რომ კითხვებზე პასუხი გასცა. არის რაღაცები, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ვლოცულობთ, რომ ის კარგად იყოს", - ციტირებს მოსელველდს ESPN NL.

ვასენი 28 წლისაა, "ვაალვიკის" აღზრდილია და უკვე
8 წელია ძირითად შემადგენლობაშია. მას ახლახან კონტრაქტი გაუგრძელეს და გახარებულმა თქვა, რომ 50 წლამდე აპირებს თამაშს. იმედია, ითამაშებს კიდეც.

შეგახსენებთ, მატჩი 86-ე წუთზე შეწყდა, როდესაც "აიაქსი" 3:2-ს იგებდა. ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეკარეს გამოჯამრთელებას ვუსურვებ.
.მიქაუტაძეზე კი მწყინს.დატოვა უკეთესი ლიგა სადაც გამორჩეული იყო და წავიდა გაურკვევლობაში სადაც მისი კარიერა ბუნდოვანია.
ჯუჯი
08:39 01-10-2023
0
იმედია კარგად იქნება დაშავებული მეკარე. რაც შეეხება მიქაუტაძეს: ან მოატყუეს ან არ ვიცი. საფრანგეთის ლიგა1 ბევრად ძლიერი ლიგაა ვიდრე ერედივიზია, და თან მეცში ლიდერი იყო და კიდევ გამოიჩენდა თავს. დღევანდელი აიაქსი კი ბევრად სუსტია ვიდრე პსვ, ფეიენოორდი ან თუნდაც ტვენტე თუ ალკმაარი.ევროთასებიდნაც გამოვარდება და მეეჭვება გაისად სადმე მოხვდეს. და ასეთ გუნდშიც არ ათამაშებენ. ნაკრებისთვისც ძალიან ცუდია. უთამაშებელი ცენტრფორვარდი გინდა ყოფილა გინდა არა. ფუჭდება ბიჭი. ძალიან საწყენია
david
11:33 01-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული