"ჩემი იმიჯი გაანადგურეს, არავინ დამიცვა" - ჰერმოსომ, რომელსაც რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა ჯენიფერ ჰერმოსომ მუნდიალის დაჯილდოებისას მომხდარი ფაქტის შემდეგ განვითარებულ თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა:

"მე არ მქონდა რეაგირების დრო. არ ვიმსახურებ ამ ყველაფერს. რთულია, იცხოვრო, როცა სახლიდან გასვლა არ შეგიძლია.

მადრიდის დატოვება მომიწია, რომ ჩემზე ზეწოლა შემცირებულიყო. რატომ უნდა ვიტირო ჩემს ოთახში, როცა მე არაფერი დამიშავებია?! ჩემი იმიჯი გაანადგურეს და ჩემი დაცვა არავინ მოინდომა.

მეუბნებოდნენ, რომ დამიცავდნენ, მაგრამ ჩემს მხარეს არავინ დადგა, რომ დავეცავი. კოცნის დროს შოკში ვიყავი. ეს მოხდა ისტორიული მომენტის დროს, რომლის მისაღწევადაც წლები ვშრომობდით.

არ ველოდი, რომ რამე მსგავსი მოხდებოდა. ადრენალინის მოზღვავების გამო მე მას ჩავეხუტე. ის მიიჩნეოდა ადამიანად, რომლის ნდობაც შეიძლებოდა და მსგავს რამეს არავინ ელოდა", - აქვეყნებს ჰერმოსოს სიტყვებს Marca. 

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოებისას ჰერმოსოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა და საბოლოოდ, რუბიალესმა პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმოუდგენელი მარაზმია უკვე, გავიგეთ რომ პრეზიდენტი უღირსად მოიქცა. მერე ბოდიშიც მოიხადა მაგის და გამო და გადააყენეს. სხვა რა უნდა ქნან დაიჭირონ ის კაცი თუ რა? ეჰ მგონი ხვდება რომ იარაღი იყო ეს გოგო რომ პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოეშორებინა არადა პრეისტორია საოცარი იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მთელი გუნდი დაუპირისპირდა მთავარ მწვრთნელს, იმანაც ბევრი გაყარა გუნდიდან და ყველას ეგონა რომ ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდნენ, ამ სერიოზული კრიზისის დროს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა მთავარი მწვრთნელი. ესეთი ისტორიული შედეგი დადეთ და კიდევ იმაზე გაამახვილეთ უფრო ყურადღება რა იქნება
zaza
20:37 10-10-2023
3
ბიჯოო.... ეს რა უბედურბაააა, რა ხდება ამ სამყაროში, ამას რას მოვესწარი?! პორტუგალიაში ქალების სილამაზის კონკურსში კაცმა გაიმარჯვა და ზეიმობენ, ისც ზეიმობს და პორტუგალიაც. აქ კი კაცმა ამ ქალის მსგავს ჯოჯოს აკოცა და ხომ არ გათავდა ეს გნიასი?! ფუი ევროპას, ფუი აშშ-ს!
aburjga
15:44 10-10-2023
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული