მოგეხსენებათ, ბრიუსელში ტუნისელმა ლასუედ აბდესლამიამ (ფსევდონიმი Slayem Slouma), რომელსაც ბელგიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი, ორი შვედი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.
მან თავის თავს ISIS-ის წევრი უწოდა და დღეს დილით მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ის მოკლეს.
სტადიონზე მატჩს თვალს 35 000 ადამიანი ადევნებდა. ისინი ტერიტორიას 4 საათის განმავლობაში ვერ ტოვებდნენ, მძიმე ფაქტი კი იმ ადგილიდან, სადაც მატჩი მიმდინარეობდა, 5 კმ-ში მოხდა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ხალხის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს.
"მხოლოდ შესვენებაზე გავიგეთ იმ ამბის შესახებ, რომელიც მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ფეხბურთის თამაში აღარავის უნდა.
ეს უდიდესი ტრაგედიაა! ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთანაა. რა სამყაროში ვცხოვრობთ? რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?", - თქვა ანდერსონმა.
ტერორისტულ ფაქტს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც თქვა:
"ევროპა შოკირებულია ბრიუსელში ახალი ისლამისტური ტერაქტის გამო. ახლახან ვესაუბრე ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროსს, რათა გამოვხატო ფრანგი ხალხის სოლიდარობა ამ საშინელ მომენტში, რომელსაც ბრიუსელი განიცდის.
ჩვენ ვფიქრობთ ამ მშიშარა თავდასხმის მსხვერპლებზე, ასევე, ჩვენს ბელგიელ და შვედ მეგობრებზე და ვიზიარებთ მათ შოკს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
არააა!ეს ისლამი არ არის გეტყვის ვიღაც აჭარელი რომლის შვილი თუ არა ნათესავი მაინც იმათ ჭკუაზეა ვისაც სხვისი სისხლი წყურია და თვითონ გულის სიღრმეში წამს-ყველამ ისლამი უნდა მიიღოს.
და ეს დღეს,როცა დიდი ბერკეტები არ გააჩნიათ,აბა ძალა მაგათ მხარეს იყოს,ერთი მაშინ ნახეთ მაგათი მხეცობა.