მარტინესი: "ასტონ ვილასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უამრავი ინგლისური გამოცემა წერდა, რომ "ასტონ ვილას" მეკარე ემილიანო მარტინესი გუნდს დატოვებდა, მისით დაინტერესებას ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემი" გამოთქვამდნენ, თუმცა "დიბუმ" ბირმინგემელების დატოვებაზე უარი განაცხადა.

მარტინესის თქმით, გუნდს იქამდე არ შეიცვლის, სანამ "ასტონ ვილა" ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს.

"ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, ვთვლი, რომ ემერი ამჟამად 5 საუკეთესო მწვრთნელს შორისაა. დიდი ამბიციები მაქვს. ვფიქრობ, რომ მალე ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ.

გუნდს მხოლოდ მაშინ დავტოვებ, თუ ჩემპიონთა ლიგას ან პრემიერლიგას მოვიგებ", - განაცხადა მარტინესმა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე მთავარი კი გაქვს მოგებული. სიღარიბეში გაზრდილი ბიჭი ხარ და იბურთავე ინგლისში მერე წადი არაბეთში და იშოვე ალალი მილიონები. ჩემპიონთა ლიგა არც ბუფონს აქვს მაგრამ მაინც მაგარია.
ქომაგი
16:54 27-10-2023
1
ჩემპიონთა ლიგას თუ ვერა სამში თამამს უეჭველი მოიგებ
მამუკა
15:55 27-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული