გაბრიელ ჟესუსი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
"არსენალის" ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი მხრის ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს მიკელ არტეტამ განუცხადა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "სევილიას" წინააღმდეგ მიიღო, აღნიშნულ შეხვედრაში ჟესუსმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

დიდი ალბათობით, "მეთოფეები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფორვარდის დამატებას ეცდებიან, ინგლისური გამოცემების ცნობით, არტეტას ნომერ პირველი სამიზნე "ბრენტფორდის" ფეხბურთელი აივან ტოუნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული