პარიზის თეატრ "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფრანს ფუტბოლის" მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად - "ბარსელონა".
საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.
წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.
საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" დასახელდა.
ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
რატომ ღმერთი არ გაიცინებს :)))))))
ეგ პროვოკატორი ნაბ.......