![](https://sportall.ge/pictures/image5/39518f52d22b954f74d2e5e487080549.jpg)
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ჰკითხეს, არის თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რაზეც "მამლების" თავკაცმა მიუგო:
"არგენტინელები ასე ამბობენ, მაგრამ რთულია თქვა, რომ მესი რონალდოზე ან მბაპეზე უკეთესია, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც კვალი დატოვეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა დეშამმა.