"რაშფორდის საქციელი მიუღებელია" - ტენ ჰაგმა ინგლისელი გააკრიტიკა

AutoSharing Option
გასულ კვირას, მანჩესტერული დერბიში (0:3) მარცხის შემდეგ, ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩის დასრულებისთანავე "იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარკუს რაშფორდმა წვეულება მოაწყო, სადაც რამდენიმე თანაგუნდელიც დაპატიჟა.

აღნიშნულ ფაქტს "მანკუნიანელთა" თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გამოეხმაურა და ინგლისელი ფეხბურთელი გააკრიტიკა.

"სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ რაშფორდი მატჩის შემდეგ წვეულების მოწყობას აპირებდა. ეს მიუღებელია. მე მას ვესაუბრე და ბოდიში მოიხადა. ყველაფერი კარგადაა, მან შეცდომა დაუშვა, თუმცა ახლა მოტივირებულია და კარგად ვარჯიშობს", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

altპირს მორგანი: ტენ ჰაგი თაღლითია

altტენ ჰაგი: ონანას შესაძლებლობებში ეჭვი

არავის გვეპარება

alt"იუნაიტედის" ფეხბურთელები სანჩოს ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
გასაყრელია მაგ გუნდიდან 22 ფეხბურთელი
beqa
14:23 04-11-2023
2
ეს კაცი მაგარ გაურკვევლობაშია...როგორ მოახერხა სეზონის სტარტიდან მილიარდიანი შემედგენლობით ასეთ ფორმაში შეხვედრა და 3 თვე ვერ გამოსვლა კრიზისიდან აუხსნელია.სერიოზული ლუზერია.ამას იმ დროიდან ვამბობ ტოტენჰემთან 3-0- იანი უპირატესობა ერთ ტაიმში რომ გაფლანგა,მარა არ სჯერა არავის.ის აიაქსიც ვან დერ სარის და ოვერმარსის აწყობილი იყო და არა ამ ე.წ. მწვრთნელის...
Master
17:28 04-11-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული