"დავბრუნდები თუ არა სათამაშოდ ევროპაში?" - მესიმ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.

"ლა პულგამ" განაცხადა, რომ კარიერის ევროპაში გაგრძელებას აღარ აპირებს.

"2026 წელს 39 წლის ვიქნები და ალბათ ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება რთული იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

ჩემი კარიერა ევროპის კონტინენტზე დასრულებულია, მადლობა ღმერთს, იქ შესანიშნავი კარიერა მქონდა და ყველაფერი მოვიგე რაზეც ვვოცნებობდი. "ბარსელონაში" დაბრუნება მინდოდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა",  - განაცხადა მესიმ
L'Equipe-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მესი მაიამის "ინტერს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და 13 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

altკვლავ მესისთან ერთად - სუარესი კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს

altრომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

alt"მესის მიერ მერვედ "ოქროს ბურთის" მოგება სასაცილოა" - პირს მორგანი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდა!
ბადრი
13:52 04-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული