"ლა პულგას" თქმით, მთელი არგენტინისთვის საუკეთესო 10 ნომერი დიეგო მარადონაა.
"ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, ეს ნომერი განსაკუთრებულია, რადგან 10-იანზე საუბრისას მუდამ მარადონა გახსენდება.
ვისაც მისი თამაში ნანახი გვაქვს, ყველანი ვვოცნებობდით, რომ მარადონას მსგავსად გვეთამაშა.
დიეგოს ბევრი თამაში არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, თუმცა მისი უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, მისი სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა, ცხადია, ჩემმა შვილებმა მასზე ბევრი იციან", - განაცხადა მესიმ.