გამოცემის ინფორმაციით, თუ "ნაპოლი" "ემპოლისთან" 3 ქულის აღებას ვერ მოახერხებს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფრანგს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს.
დე ლაურენტისი გარსიას შემცვლელად "ნიცას" მთავარ მწვრთნელს ფრანჩესკო ფარიოლის აკვირდება და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
დე ლაურენტისი გარსიას ფეხის დაცდენას ელოდება - აურელიოს ფრანგის შემცვლელი შერჩეული ჰყავს