"კვარას ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია... ასეთ ცუდ კითხვას არ ველოდი" - რა თქვა გარსიამ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-11 ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"მილანთან" პირველ ტაიმში 2 გოლი გავუშვით, ვფიქრობ, პირველი ტაიმის ფრედ (1:1) დასრულება შეგვეძლო. მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ოსიმენის მომავალი? მას კლუბთან შეთანხმება აქვს. რაც შეეხება მის ტრავმას, მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

ჩავიქნიეთ თუ არა ხელი ჩემპიონობაზე "ინტერთან" 7 ქულიანი ჩამორჩენის გამო? ასეთ ცუდ შეკითხვას არ ველოდებოდი. ჩემპიონატში მე-4 ადგილზე ვართ და წინსვლისთვის
საკმარისი დრო გვაქვს.

იესპერ ლინდსტრომს სათამაშო დრო მივეცით, თუმცა გარემარბს გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება მოეთხოვება. ამ ეტაპზე რთულია კვარაცხელია და პოლიტანოს სათამაშო დრო წავართვა. მართალია, მათ არ შეუძლიათ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება, ამიტომ ლინდსტრომი მზად უნდა იყოს, მისგან დაცვაში თამაშსაც მოვითხოვ, ამ მხრივ პროგრესი აქვს", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, "სალერნიტანასა" და "ნაპოლის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-რასპადორის დუეტს დღეს წარმატებული პერიოდის გაგრძელება სურს - ზეიმის ჩაშლის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგია სუსტ გუნდებთან კარგად თამაშობს ძლიერ გუნდებთან კი არ ჩანს.
gushematkivari
15:05 13-11-2023
0
მიდი ხვიჩა დღეს სალერნიტანას მშობლიური სტადიო არეკი შენი ფეიერვერკების გასროლის მოლოდინშია. კამპანიურ დერბიში ქალაქი სალერნო დღეს შენი მსხვერპლი უნდა იყოს.
Charley
15:02 04-11-2023
5

სიახლეები პოპულარული