37 წლის ფრანგმა მეკარემ უგო ლორისმა "ტოტენჰემი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ლოს-ანჯელესში" გადავიდა, - იტყობინება ამერიკული კლუბის საიტი.
"ლოს-ანჯელესმა" ლორისს 1+2 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მან ბოლოს 23 აპრილს ითამაშა.
ლორისმა "ტოტენჰემში" 11 სეზონი ჩაატარა, ზაფხულში "ნიუკასლში" გადასვლა არ ისურვა, მისი სატრანსფერო ფასი კი 1.5 მილიონი ევროა.