"პსჟ-ში ამიტომ არ გამოუვიდა" - ხელაიფიმ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ჟურნალისტებთან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

ხელაიფის თქმით, "ლა პულგამ" საფრანგეთში საუკეთესო თამაში იმიტომ ვერ აჩვენა, რომ პარიზში "ბარსელონასგან" სრულიად განსხვავებული სიტუაცია დახვდა.

"მესიზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ლეო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისთვის "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი მარტივი არ იყო, რადგან "ბარსელონაში" ყველაფერი მესისთვის იყო მოწყობილი, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც მასზე იყვნენ ორიენტირებული, პსჟ-ში კი განსხვავებული სიტუაცია დახვდა", - განაცხადა ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2021/2023 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში
ლეომ პარიზელთა რიგებში ჯამში 75 მატჩი გამართა, თავი კი 32 გატანილი გოლითა და 35 საგოლე პასით გამოიჩინა.

altცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ

altვერასდროს გამოიცნობთ, რა აჩუქეს ლეო მესის 2011 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ [PHOTO]

altჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

მკითხველის კომენტარები / 8 /
75 tamashi 35 goli gaitana da 32 pasi gaaketa meti ra unda eqna
Havbeki
12:30 11-01-2024
1
ფეხბურთს მაშინ დაერხა როცა ეს ბუდუინები აქლემების დოღიდან ფეხბურთში მოვიდნენ, ამან მესიზე როგორ უნდა ილაპარაკოს, ადამიანს სახეზე რომ შეხედავ ეტყობა რომ ცრუ და მლიქვნელის სახე აქვს
მამუკა
17:35 11-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული