მისი თქმით, "როსონერიდან" "ნერაძურიში" გადასვლის გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიუღია.
"ყველა ფიქრობს, რომ "ინტერში" ფულის გამო გადავედი. სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს.
"ნერაძურიში" თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. სწორედ ეს მაკლდა "მილანში". "ინტერის" გამო საუდის არაბეთში წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან ეს გუნდი მიყვარს", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
შეგახსენებთ, თურქი ნახევარმცველი "ინტერს" 2021 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
"ამის გაკეთების საშუალება არ მივეცით" - რა თქვა ჩალჰანოღლუმ კვარაცხელიაზე
"მილანის" ჩემპიონობაში იბრაჰიმოვიჩს წვლილი არ მიუძღვის" - ჰაკან ჩალჰანოღლუ