საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ Talksport-თან ინტერვიუში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა და ფლორენტინო პერესი გააფრთხილა, რომ თუ "ბლანკოსი" კილიან მბაპეს გაიფორმებს, ამან შესაძლოა, გასახდელში არსებულ სიტუაციაზე უარყოფითად იმოქმედოს.
"მბაპე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი: თუ მართლა მსურს "რეალში" გადასვლა, ამას ხომ წელიწად-ნახევრის წინ გავაკეთებდი? თუ პარიზში დავრჩები, ვიქნები ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოაპოვებინებს.
ჩემი აზრით, არჩევანი "რეალსა" და პრემიერლიგას შორის უნდა გააკეთოს. წარმოგიდგენიათ, ბელინგემი და მბაპე ერთ გუნდში? ეს ნიშნავს, რომ კლუბმა ხელფასები უნდა გაზარდოს.
მბაპე
თავისუფალი აგენტი იქნება, ანუ უზარმაზარ ხელფასს მოითხოვს. იცით, ეს რა ცუდად მოქმედებს გასახდელში არსებულ სიტუაციაზე? ტოპ-ფეხბურთელებს სურთ, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაონ. როდესაც მოდის ახალი მოთამაშე და მას უფრო მაღალი ხელფასი აქვს. ეს ფეხბურთელებს შორის პრობლემებს ქმნის", - განაცხადა პეტიმ.
რონალდო ლეგენდაა, თუმცა ყველას თავი მოაბეზრა - ემანუელ პეტი კრიშტიანოზე საუბრობს
ნაპოლიში მოჰყავთ ვიღაც უცნობი და 3 მლნ უხდიან და ამას უყურებს სერია A საუკეთესო ფეხბურთელი 1 მლნ ანაზღაურებით, რომელსაც მეტოქის დამცველები შეგნებულად ამტვრევენ.
ხმა ამოიღე, ხვიჩა! სულ (დაბერებამდე) გამგონი ბავშვი ხომ არ იქნები?...