"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?" - რონალდოს უცნაური პასუხი

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას კვლავ "მანჩესტერ სიტი" მოიგებს, პორტუგალიელმა "ქალაქელთა" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

აღნიშნულმა პასუხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები ძალიან გააღიზიანა, რადგან რონალდო "მანკუნიანელთა" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

"სიტი" გასულ წელსაც შესანიშნავი გუნდი იყო, მწვრთნელები, მოთამაშეები... მათ წარმატება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას 2 წლის წინაც იმსახურებდნენ.

ჩემი აზრით, ტურნირის ფავორიტი წელსაც გვარდიოლას გუნდია. მათთან ერთად კი ფავორიტებად მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს" მივიჩნევ", - განაცხადა რონალდომ.

altპედრი

ელ კლასიკოს წინ: ყოველთვის რონალდოსთან ერთად თამაში მსურდა

alt"აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს" - პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი

მკითხველის კომენტარები / 10 /
და რა არის აქ უცნაური? ძალიან სწორი და ლოგიკური პასუხი გაუცია. როგორც ჩანს, რაკი მანიუში თამაშობდა, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდი უნდა დაესახელებინა მთავარ ფავორიტად.
ზურა
28 იანვარი 2024 03:35
0
წელს პსჟ-ს ჯერიც დადგა.
მით უმეტეს, რომ ფავორიტებში არ მოიაზრებენ და მათი მოგება არ გააკოტრებს ტოტალიზატორებს.
ქომაგი
21 იანვარი 2024 15:02
6
რატომ უნდა გაღიზიანდნენ მანჩესტერელები ისინი რომ არ დაასახელა? ფეხბურთზე როდესაც ლაპარაკობ სიმართლე უნდა ილაპარაკო. მეც მასეთი აზრი მაქვს ლიგაზე. არსენალს გამოცდილება არ ეყოფა ალბათ ამ სამეულში რომ ჩავწეროთ.
G.LA
21 იანვარი 2024 06:15
0
რავა, იუნაიტედი ლიგაზეა?!
ციციკორე
21 იანვარი 2024 15:28
0
სიტი მოუმატებს, დე ბრუინი დაუბრუნდა, ჰალანდიც დაუბრუნდება, შეიძლება მართლა მოიგოს წელსაც, რეალს დაცვის პრობლემები აქვს ცენტრში, ლა-ლიგაში კი ცოტას უშვებენ, მაგრამ რუდიგერი-ნაჩოს დუეტმა არა მგონია სიტის თავდასხმას გაუძლონ, ორ-თამაშიან დუეტს ისევ წააგებენ, ბაიერნი რეალურად ჩანს ფინალში თუ მანამდე სიტის არ გადაეყარა, პსჟ-ც არ დაგვავიწყდეს, ლუის ენრიკემ ცოტა დაალაგა გუნდი
მამუკა
20 იანვარი 2024 16:37
0
რატოა უცნაური პასუხი??? გორის "დილა: რომ არ დაასახელა?
gia
20 იანვარი 2024 16:32
1
ინტერი მოიგებს ჩემი აზრით
ნიკო
20 იანვარი 2024 15:05
1
...და ტორპედოც მოიგებს,ჩემპიონთა ლიგას...მე მეგონა ეს თქვა))
კახა
20 იანვარი 2024 13:48
5
Xalxi mesis dacinoda erti kviris win,gushin cr7s sami prizi gadasces da ragac ar mesmis ronaldus panebis ukmayopileba mendeshis nachuqar prizebze:))))
L.J .
20 იანვარი 2024 12:05
8
უნაური რა ნახეთ ამ პასუხში?ან მანიუს ფანებს რა ანერვიულებთ,მეტი საქმე არ აქვთ
Master
20 იანვარი 2024 12:03
1

სიახლეები პოპულარული