12:59 25-01-2024
"რომ შემეძლოს, ჩემს თვალებს მივცემდი და ბოლო ცენტსაც დავხარჯავდი მის გამოსაჯანმრთელებლად" - მაიკლ ოუენმა თავის უსინათლო 17 წლის ვაჟზე ემოციურად ისაუბრა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც ირკვევა, ყოფილი სპორტსმენის ვაჟი თითქმის უსინათლოა. მას 8 წლის ასაკში სტარგარტის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მემკვიდრეობითია.
დაავადება იწვევს თვალის ცენტრალურ ნაწილში დაბინდვას, ამჟამად განუკურნებელია, თუმცა მკვლევარები სწავლობენ გენურ და მედიკამენტურ თერაპიას მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯეიმს ოუენმა თავისი დღევანდელი მდგომარეობა ასე აღწერა:
"მახსოვს, რა ფერისაა მამაჩემის სვიტერი. ამიტომ სახლიდან გასვლისას მას სვიტერის ფერით ვცნობ. მის სახესა და სხვა დეტალებს ვეღარ ვხედავ".
მაიკლმა გაიხსენა, თუ რა დიდი დარტყმა იყო ამ დიაგნოზის გაგება და აღნიშნა, რომ ჯეიმსი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მის გამოსაჯანმრთელებლად კი ბოლო ცენტსაც გაიღებდა.
"რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უნდა, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. როდესაც დიაგნოზის შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე წამოვიდა ფიქრები, შეძლებდა თუ არა ჯეიმსი ავტომობილის ტარებას ან მუშაობას, ეს ყველაფერი წამში შენს გონებაში გადის.
რომ შემეძლოს, მას ჩემს თვალებს მივცემდი და ბოლო ცენტსაც დავხარჯავდი მსოფლიოს ბოლოში, რათა ჩემი შვილი გამოჯანმრთელებულიყო. თუკი მას ტკივილს მოვხსნიდი და ის კიდევ ერთხელ დაინახავდა.
ჯეიმსი ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან ძლიერია! მას შესანიშნავი აზროვნება აქვს! ოთხი შვილი მყავს და ალბათ, მის მომავალზე ყველაზე ნაკლებად ვღელავ", - თქვა ოუენმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ღმერთო დაიცავი ჩვენი შვილები ავადმყოფობისგან და განსაცდელისგან!
45
0
ფეხბურთელი ხო ფანტასტიკური იყო და მეოჯახეც მაგარი ყოფილა.ბავშვობიდან მაგის ფანი ვიყავი და მაგის გამო ინგლისის. ყველას ჯანმრთელი უმყოფოს ღმერთმა შვილები.
59
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული