მაიკლ ოუენი: დღევანდელი "ლივერპული" პრემიერლიგის საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ამჟამინდელ გუნდზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საეჭვო იყო, რომ "ლივერპული" ასეთ წარმატებას მიაღწევდა, რადგან მატჩების ბოლოს უჭირდა ანგარიშის შენარჩუნება. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი არაერთი შეხვედრა მახსოვს.

ბოლო წელიწადი უბრალოდ სენსაციურად ჩაატარეს. თამაშობენ მრავალმხრივად, ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლიათ გატანა, აქტიურად მოქმედებენ ფლანგებზე. მათ ყველაფერი აქვთ.

ეს პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუ საუკეთესო არა. ერთადერთი ჩემიონობა აკლიათ და შეიძლება ამას რამდენიმეჯერ მიაღწიონ, - განაცხადა ოუენმა BT Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული