გამოცემის ინფორმაციით, "ბაიერნის" ფეხბურთელების ნაწილს ტუხელთან ცუდი ურთიერთობა აქვს, თუმცა გერმანელ სპეციალისტს შუა სეზონში არ დაითხოვენ.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ალონსოს "ლევერკუზენის" დატოვება და "რეკორდმაისტერის" ჩაბარება.
შეგახსენებთ, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში "ლევერკუზენი" 48 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, "ბაიერნი" კი 44 ქულით მეორე პოზიციაზეა.