"ხვიჩაზე მრავალმხრივია" - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა "პარტენოპეის" შემტევის დამატება ურჩია

AutoSharing Option
Arenapoli-ს ჟურნალისტმა ალესანდრო დ'არიამ "ნაპოლის" კოტ დ'ივუარის ნაკრების შემტევის, კარიმ კონატეს შეძენა ურჩია.

მისი თქმით, 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა.

"კონატე ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე.

ის უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ქართველი. შემთხვევითი არ არის, რომ "ზალცბურგმა" აფრიკელი ტალანტი პირველ გუნდში დააწინაურა. იგი ავსტრიის მეორე ლიგაში თამაშობდა, სადაც 18 მატჩში 15 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ვფიქრობ, დე ლაურენტისისთვის საინტერესო კანდიდატურა უნდა იყოს", - განაცხადა დ'არიამ.

შეგახსენებთ, კონატეს "ზალცბურგთან"
კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისს ეწურება.

altრას ჰგავდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და როგორია პერსპექტივა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოდნავ მაინც თუ აქვს ადამიანს ფეხბურთის გრძნობა, და არა ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტით მიღებული სტატისტიკური კვლევის შწდეგები და ასე.შ, ვგულიხმობ ცოცხალ გრძნობას და მიუკერძოებელ აღქმას, მიხველდებოდა რომ ხვიჩა დიდი ფეხბურთელია! უბრალოდ მახსენდება რომ ამ გუნდში, ნაპოლიში მხოლოდ ზელინსკი როგორც რაღაც ლანდი დიდი ფეხბურთელის, ოდნავ მაინც უახლოვდებოდა კვარას ჩანაფიქრებს გათამაშებისას, მხოლოდ ეგ იყო, ვისაც შეეძლო ორჯერ სამჯერ მაინც , სწრაფ ტემპში, მოკლე მონაკვეთზე"კედელი" გაეთამაშებინა კვარასთან, დანარჩენები ვერ იგებენ მის ჩანაფიქტებს, უბრალოდ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ნიჭი, უნარები. როგორც კი ხვიჩა დიდ ოსტატებთან აღმოჩნდება , იფრენს! ამაშია საქმე. მთავარია არ მიეჩვიოს ამ გუნდს ისე, რომ იფიქროს იქნებ, ვაი და აღარ გამომივა დიდ გუნდშიო. ხვიჩას ძალა მის რწმენაშია! მას ყველაფწრი გამოუვა, თუ ისევ ირწმუნებს რომ ტოპ ფეხბურთელია, უდიდესი ტალანტი! მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ და მჯერა, რომ ეს კაცი დიდ სახელს დატოვებს ფეხბურთში! წინ ხვიჩა, გაგიმარჯოს მეგობარო , ც
7
ხვიჩა ძლიერ გუნდში კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ნაპოლიში კი მხარს ვერ უბამენ. მარტო ხვიჩა 3 კაცს აკავებს, ამ დროს კი სხვებმა უნდა იმოქმედონ, მაგრამ....
ალექსანდრე
16:45 30-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული