წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორის, დეკუს ნომერ პირველი სამიზნე იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, გარსიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" ამ ფასის შემცირება სურს და "ჟირონასთან" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
მიმდინარე სეზონში გარსიამ ლა ლიგაში 22 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.