ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების კაპიტანს, გიორგი ჯიქიას, მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს, - იტყობინება პაველ გოროდნიცკის "იუთუბის" არხი.

ჯიქიას თავისუფალ აგენტად აყვანა ერთ-ერთ თურქულ კლუბს უნდოდა (სავარაუდოდ, "ტრაბზონსპორს"), სეზონურ გასამრჯელოდ მზად იყო 700-800 ათასი ევრო შეეთავაზებინა, მაგრამ გაიგო რა, რომ ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია და ბევრად ნაკლებზე არ დათანხმდებოდა, ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადა.

30 წლის ჯიქიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ხო შეფიცა რუსეთს საუკუნო ერთგულება და იყოს ახლა იქ. მაგათ ევროპაში ცხვირი არ უნდა გააყოფინო. ტერიტორია დიდია და სადაც უნდა იქ ირბინოს და ითამაშოს რუსეთში. მოუნდათ ბიჭებს ევროპული მოედნები და გარემო.
ha ha ha
08:55 08-02-2024
7
დჟიკია და არა ჯიქია
თემო
23:04 07-02-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული