ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის ფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიის ნაკრები მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმში ტროსტ-ეკონგმა დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და მესამედ გახდნენ ჩემპიონები. ამ გუნდს, რომელიც ჯგუფიდან ძლივს გავიდა (ნიგერიამ 1:0 მოუგო), ტურნირისას გადაყენებული ჟან ლუი გასეს ნაცვლად მისი თანაშემწე ემერს ფაე ხელმძღვანელობდა.

ნიგერიას ტურნირზე ფინალამდე არ წაუგია, მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ოსიმენს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.

აბიჯანი. „ოლიმპიკ ალასან უატარა“
ნიგერია - კოტ-დ’ივუარი 1:2
გოლები: 1:0 ტროსტ-ეკონგი (38), 1:1
კესიე (62), 1:2 ალერი (81)

altოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
კოტ-დ’ივუარმა ყველანაირად დაჩაგრა ნიგერია და დამსახურებულად აიღო თასი! ჩამაეთრიე, ვიქტორ, აქა გვჭირდები )
გია_544
03:27 12-02-2024
1
იმიტომ ვერ შეწვდა რომ თავში აქვს ავარდნილი! მაგარი ამპარტავანი კაცია! ყველა თამაშში ჩანდა როგორ ზემოდან უყურებს ყველას, თავის ფ
გუნდელებსაც და მოწინააღმდეგესაც. საინტერესოა ვინ გონია თავი!
მურთო
02:53 12-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული