საბო: მუდრიკის ტრანსფერი თაღლოთობა იყო - სუდაკოვი? "შახტარისგან" 100 მილიონად არავის აღარ იყიდიან

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "შახტარი" 21 წლის ნახევარმცველის, გიორგი სუდაკოვის ზაფხულში 150 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს. სწორედ ამ თანხად შეუძლია მსურველ კლუბს სუდაკოვის გამოსყიდვა.

ამ საკითხზე ua-football-თან ინტერვიუში კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ისაუბრა.

- რას იტყვით გიორგი სუდაკოვის ეპოპეურ ბაზრობაზე, რომელზეც ვაჭრობდნენ, ვერ შეძლეს შეთანხმება, ფასი ვერ დაადგინეს, ბოლოს კი პათოსურად კონტრაქტი 100 თუ 150 მილიონად გადაწერეს?
- აქამდე ყველა მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე ლაპარაკობს. ყველამ დაინახა, რომ ეს ნამდვილი თაღლითობაა. მას, მართლაც კარგი სისწრაფის გარდა,
არავითარი უნარი არ აქვს. უკრაინის პრემიერლიგაში სივრცე ჰქონდა, სადაც გაქცევა შეეძლო, მეტოქე გუნდის მცველები კი ერთმანეთს არ აზღვევდნენ. თუმცა ეს უკრაინის ჩემპიონატია.

დაიწყო მუდრიკმა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში და ყველაფერი დასრულდა. ინგლისში თავისუფალი ზონები არ გააჩნია. მისი მანერა უკვე ყველამ ისწავლა, უბრალოდ სირბილის გარდა, როგორც ირკვევა, არაფერი არ შეუძლია. და რამდენი დრო გავიდა...

ახლა კიდევ "შახტარმა" სუდაკოვის 100 მილიონად გაყიდვა მოინდომა. არა, პატივცემულებო. ასეთი რამ მეტად აღარ გამოვა. მუდრიკის ტრანსფერის შემდეგ ევროპაში "შახტარისგან" 100 მილიონად არავის შეიძენენ. თუ ვინმე სუდაკოვში 50 მილიონს შეაძლევს, კარგი იქნება.

- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ მუდრიკი უკრაინელი ფორესტ გამპია. დარბის თავისთვის ბიჭუნა, რათა ირბინოს. იცით, მე თქვენ დაგეთანხმებით, რადგან პრემიერლიგაში მის თითქმის ყველა მატჩს ვუყურებ. თუმცა მახსოვს, თავის დროზე, თუნდაც ქრონიკაში, რაც ბლოხინის თამაში მინახავს, მას სპრინტერული სიჩქარე ხელს არ უშლიდა...
- ოლეგი სსრკ-ში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, როგორ შეიძლება ბლოხინის და მუდრიკის შედარება, რას ამბობთ...

ბლოხინს ბურთი თითქოს ფეხზე ჰქონდა მიბმული, ფანტასტიკურ მოტყუებით მოძრაობებს აკეთებდა: რამდენიმემეტრიანი სასტარტო გარბენი, მოძრაობის ტრაექტორიის ცვლილება, მცველი იკარგება და ისევ გარბენი სხვა მიმართულებით.

მუდრიკი ბურთს წინ იგდებს და გარბის. ფეხბურთი ას მეტრზე სირბილი არ არის, ფიქრია საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც იმას ამბობს , რომ ბლოხინი არ იყო დიდი ფეხბურთელი , იმას ფეხბურთის არაფერი გაეგება და ვურჩევ არათუ კომენტარი აღ გააკეთოს , ფეხბურთის საყურებლადაც კი ნუ დაკარგავს დროს .
zaza
15 თებერვალი 2024 11:31
1
რაც შეეხება ბლოხინის სისწრაფეს სტეროიდებზე იჯდა ტიპი და ამის ხარჯზე ხდებოდნენ კიეველები ჩემპიონები,
ალიკა
15 თებერვალი 2024 10:26
15
ჟორა რამდენი წლის ხარ?ფეხები დაითბილე და დაიძინე რა.ადმინ ასეთი უვიცები უნდა დაბლოკო ჩემო მეგობარო.
zaza
14 თებერვალი 2024 23:57
17
ოლეგ ბლოხინი და სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი,ვალერი ბორზოვი,ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ.ისინი ხშირად ერთად ვარჯიშობდნენ და მწვრთნელებმა როცა ბლოხინის სისწრაფე ნახეს,მასაც სპრინტერობა შესთავაზეს.ბლოხინმა რა თქმა უნდა უარი უთხრა,თუ 100 მეტრზე ბურთით სირბილი შემოიღეს,მაშინ დამიძახეთო.ჩვენ ლეგენდარულ მცველ,რეზო ძოძუაშვილს,რომელსაც თვითონაც დიდებული სისწრაფე ჰქონდა და იმ დროისათვის ალბათ ყველაზე სწრაფი ფლანგელი,გენადი ევრიუჟიხინის გარღვევები,სასაცილოდ არ ჰყოფნიდა,18 წლის ოლეგ ბლოხინი დაკეტვა,არ გამოუვიდა.რეაქტიული სისწრაფის და სირბილში ბურთის კარგი ფლობის გამო,შემთხვევით არ გახდა ბლოხინი,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.
სოსო
14 თებერვალი 2024 22:55
2
ბლოხინი რომ მაგრად დარბოდა, ამას ადრეულ წლებში შემდეგი მიზეზით ხსნიდნენ, რომ დედამისი სპრინტერების მწვრთნელი იყო და ოლეგიც სპორტს სპრინტერობით ეზიარა. მერე კი, როცა არჩევანის დრო დადგა, ფეხბურთი აირჩია, ისე როგორც იური ვარდანიანმა ფრენბურთელობას შტანგისტობა არჩია.
ჟორა გაბრიჭიძე
14 თებერვალი 2024 23:39
1
ბლოხინიც ეგრე იყო სირბილის მეტი ბევრი არაფერი შეეძლო თბილისის დინამოს დუბლებში ყავდა მაგაზე კლასი ფეხბურთელები
ჟორა
14 თებერვალი 2024 22:19
56
შენ გგონია ამ სისულელით პატრიოტი გახდი? ოქროს ბურთი სირბილში მისცეს? ბლოხინი საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა იყო და არის. ამას ჩვენი იმდროინდელი თბილისის დინამოს ფეხბურთელებიც აღნიშნავენ
დავით 67
14 თებერვალი 2024 23:07
5
ეეჰ,მუდრიკ ასე იცის რუსი ნაშების დევნამ!!
!!
14 თებერვალი 2024 19:53
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული