დე როსი: "რომასთან" დაპირისპირება არავის გაუხარდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მერვედფინალში "რომამ" "ბრაიტონს" ორი მატჩის ჯამში 4:1 სძლია და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს. შეხვედრის შემდეგ "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ბიჭებს ვულოცავ, ბრწყინვალე სამუშაო გასწიეს. ამ ტურნირზე დაპირისპირება ძლიერ გუნდებთან მოგვიწია, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო იყო. არ აქვს მნიშვნელობა, მომდევნო ეტაპზე ვის შევხვდებით, "რომასთან" დაპირისპირებით ბედნიერი არავინ იქნება", - განაცხადა დე როსიმ.

შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული