ოსიმენმა გადაწყვეტილება შეცვალა - ნიგერიელისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს კარიერის გაგრძელება "არსენალში" სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ი ავრცელებს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ჩელსი" იყო, რადგან ბავშვობაში აფრიკელი "ლურჯებისა" და დიდიე დროგბას დიდი გულშემატკივარი იყო.

მიუხედავად ამისა, ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობა სურს, ამიტომ "მეთოფეების" ვარიანტი ვიქტორისთვის უფრო სასურველია.

შეგახსენებთ, ოსიმენის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენიც" ინტერესდებიან.

ცნობისთვის, "ნაპოლის" შემტევის გამოსასყიდი თანხა 120/130 მილიონ ევრომდე შეადგენს.

alt

- ნიგერიელისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა" />ოსიმენის "ინტერთან" თამაში საეჭვოა - "ნაპოლი" უკვე ეძებს მის შემცვლელს

altოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი - დე ლაურენტისმა "კვარას" ახალი კონტრაქტი შესთავაზა

altLa Repubblica: კვარაცხელიას ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" არიან - ოსიმენის ანალოგიური კონტრაქტი მისაღები იქნება

alt"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა 10 მილიონს რატომ უხდიან? ალბათ ლაურენტისი სისხლის ნათესავი გგონიათ.ოსიმენის გარეშე ნაპოლი და მათ შორის კვარაც რასაც წარმოადგენდენ კარგად გამოჩნდა.
26
ოსიმენი არაა შემოქმედი ფეხბურთელი, მან მხოლოდ კარის წინ ბურთზე ფეხის დახვედრება იცის კარგად, დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული არ აქვს. ერთი სიტყვით საშუალო დონის ფეხბურთელია და 50-60 მილიონი კარგი ფასია.
ჟორა
20:33 16-03-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული