ვასილი უტკინი გარდაიცვალა

AutoSharing Option
52 წლის ასაკში ცნობილი რუსი საფეხბურთო მიმომხილველი და ბლოგერი ვასილი უტკინი გარდაიცვალა, - იტყობინება ჟურნალისტი ივან კარპოვი.

უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, უყვარდა ქართული ფეხბურთი და მედიაკლუბ "ეგრისის" მფლობელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ძალიან, ძალიან მეწყინა და დამამწუხრა ამ ამბის გაგებამ. უტკინი ის იშვიათი პროგრესულად მოაზროვნე რუსი ჟურნალისტი და მოქალაქე იყო, ასე ცოტა რომ არის დარჩენილი "დედა" რუსეთში. უფალმა ნათელში ამყოფოს ...
fani
01:08 20-03-2024
0
აცხონოს ღმერთმა!!
ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი და კარგი კომენტატორი!
ჯონი
21:25 19-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული