21 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრები ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება. ამ წყვილში მოგებული ფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ყაზახმა მეწარმემ, Freedom Holding Corp-ის მფლობელმა ტიმურ ტურლოვმა, თანამემამულეთა ფინანსურად მოტივირება გადაწყვიტა.
ბერძნების დამარცხების შემთხვევაში ტურლოვი ყაზახეთის ნაკრებს 100 მილიონ ტენგეს (204 ათასი ევრო) დაჰპირდა.