5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.

მოლოდინისამებრ, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, პირველ ტაიმშივე გაიტანეს ოთხი უპასუხო გოლი და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შესვენების შემდეგ ბერძნებმა ძალები დაზოგეს და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვეს.

26 მარტს თბილისში, ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.

ათენი. „ოპაპ არენა“
საბერძნეთი - ყაზახეთი 5:0
გოლები: 1:0 ბაკასეტასი (9, პენ), 2:0 პელკასი (15), 3:0 იოანიდისი (37), 4:0 კურბელისი (40), 5:0 მაროჩკინი (87, საკ. კარში)

altსანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება

მოგვიწევს

altემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

altბუდუს დუბლი - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალს უახლოვდება [VIDEO]

altილია თოფურიამ "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა [VIDEO]

altქომაგების დიდი რიგი - რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
(კოსტას მიტროგლუ, სოკრატის პაპასტატოპულოსი, გეორგიოს სამარასი, კოსტას მანოლასი, ვასილის ტოროსიდისი.) ამ გამოკვეთილი მოთამაშეების დროს რომ გვეთამაშა საბერძნეთთან, შანსი ძალიან ნაკლები გვექნებოდა, ანუ წლების წინანდელი საბერძნეთი, რომელიც "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში" ძირითადად, ჩამოთვლილი მოთამაშეების დამსახურებით გავიდა. ამჟამად არ ჰყავს ძირითადი და მსგავსი მოთამაშეები ნაკრებში, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხდავად ამისა, მაინც საბერძნეთია, მეომარი სულისკვეთება აქვთ მინდორზე რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ და არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, მით უმეტეს, საქმე როცა ეხება ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის გადამწყვეტ დაპირისპირებას! წესით ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ ისე, როგორც არასდროს, გონებაში ის ფიქრი და მიზანი უნდა ჰქონდეთ, რომ ევრო ტურნირზე მოხვდებიან პირველად ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე და აქედან გამომდინარე სასწაული უნდა გვაჩვენონ!
1
ძალიან საშიში გუნდია, სვავებივით არიან! უნდა ყურადღებით ვიყოთ და ყველაფერი დავდოთ შედეგისთვის!
მერაბი
12:02 22-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული