წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისი ახალ ხელშეკრულებაზე დაყოლიება სურდა, თუმცა კალცონამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
სკოტოს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის შერჩევა უკვე დაიწყო და მოლაპარაკებებს "ფიორენტინას" დამრიგებელთან ვინჩენცო იტალიანოსთან აწარმოებს.
"გავიგე, რომ იტალიანო სეზონის ბოლოს "ფიორენტინას" აუცილებლად დატოვებს და დარწმუნებული ვარ, რომ დე ლაურენტისი მასთან მუდმივ კონტაქტზეა", - განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
კალცონა: ჯადოქარი არ ვარ - პირველ რიგში, სლოვაკეთის ნაკრებზე ვფიქრობ
კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ