კალცონამ დე ლაურენტისს უარი უთხრა - აურელიომ ახალი მწვრთნელი შეარჩია

AutoSharing Option
ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლოს "ნაპოლის" დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისი ახალ ხელშეკრულებაზე დაყოლიება სურდა, თუმცა კალცონამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

სკოტოს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის შერჩევა უკვე დაიწყო და მოლაპარაკებებს "ფიორენტინას" დამრიგებელთან ვინჩენცო იტალიანოსთან აწარმოებს.

"გავიგე, რომ იტალიანო სეზონის ბოლოს "ფიორენტინას" აუცილებლად დატოვებს და დარწმუნებული ვარ, რომ დე ლაურენტისი მასთან მუდმივ კონტაქტზეა", - განაცხადა სკოტომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt

კალცონა: ჯადოქარი არ ვარ - პირველ რიგში, სლოვაკეთის ნაკრებზე ვფიქრობ

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

altკალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგ ნაგავთან მუშაობა არავის არ უნდა
სიმართლე
13:40 23-03-2024
5
მაგასთან მუშაობა არავის უნდა, ისეთი აუტანელია, ამიტომ იქნება კარგი, რომ ხვიჩამ დატოვოს ნაპოლი
ხათუნა
14:22 23-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული