"ლივერპულს" ამორიმის გადასაბირებლად "სპორტინგისთვის" თანხის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
Telegraph-ის ცნობით, "ლივერპულს" გუნდის მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის დანიშვნივსთვის "სპორტინგისთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

39 წლის სპეციალისტს ლისაბონელებთან ამჟამად კონტრაქტი აკავშირებს და თუ ის დაირღვა, მაშინ "მერსისაიდელებმა" პორტუგალიელებს 15 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" ხაბი ალონსომ უარი შეუთვალა და ახლა იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი ფავორიტები სწორედ რობერტო დე ძერბი და რუბენ ამორიმი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული