რონალდომ მესის კიდევ უფრო გაასწრო - კრიშტიანო მოედანზე კვლავ ბრწყინავს

AutoSharing Option
საუდის არაბეთის პროლიგის 26-ე ტურში "აბჰამ" "ალ ნასრს" უმასპინძლა და 0:8 დამარცხდა.

სტუმართა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

პორტუგალიელმა 10-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ ჯარიმიდან გატანა მოახერხა, შემდეგ კი თანაგუნდელს გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ რონალდო "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის კასტრომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

ინფორმაციისთვის, ეს პორტუგალიელისთვის კარიერაში 65-ე ჰეთ-რიქი (55 კლუბში და 10 ნაკრებში) იყო, მესის ანგარიშზე კი 57 ჰეთ-თრიქია (48 კლუბი და 9 ნაკრები).
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღლეო მესი ჩასვრილი და გასაწმენდად იჩქარეთ მსურველებმა…
:::
04 აპრილი 2024 14:25
5
რა ბოღმიან კომენტარებს დებთ!!! რამ გაგაბოროტათ??? ზოგი48 და ცხრას ვერკრიბავს ზოგი ილამძღება..რაა ფეხბურთია მესიც მაგარია რონალდოც მბაპეც ჰალანდიც კვატაც და რავი ათასობით...ყველა პატივისცემას იმსახურებს
Sos
04 აპრილი 2024 07:51
1
ნეტავ თვითონ (რონალდუ)კიდევ ეჯიბრება თუ დანებდა?!
@
04 აპრილი 2024 00:11
1
დათვლაზე მწყრალად ხართ? სად გაასწრო, თქვენი მათემატიკით რონალდოს 65 გამოსდის, მესის კი 66. თქვენი დაწერილია, მე არ მომიგონია
გუჯა
03 აპრილი 2024 21:28
7
ეხლა გინდ გაუსწროს და გინდ გადაუსწროს, ლეო მესი მაინც სულ სხვა ფენომენია! ლეოსნაირი ფეხბურთელი აღარც დაიბადება!
ასეა!
03 აპრილი 2024 20:24
8
ოქროს ბურთების რაოდენობით გაუსწრო? ან მსოფლიო ჩემპიონი გახდა? ლეოს სულ არ ჭირდება პორტუგალიელთან გაჯიბრება, რადგანაც ფეხბურთში ყველაფერი მოიგო!
???
03 აპრილი 2024 18:09
3
არა რა საშველად არაა .ჩვენი თაობა ბედნიერი უნდა იყოს, რომ ამნაირი ორი ფეხბურთელის ერთდროულად თამაშს და დაპირისპირებას მოვესწარით. ასეთი არ ყოფილა და იქნება თუ არა როდისმე საკითხავია. არც არგენტინელები ხართ და არც პორტუგალიელი. რას ჭამს ერთმანეთს. მესის უფრო საფეხბურთო ქვეყანა შეხვდა და შეიძლება ამიტომ აჯობა. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს
ირაკლი ქუთაისელი
04 აპრილი 2024 14:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული