"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ურალის" ცენტრალურმა მცველმა ემერსონმა Sport Express-თან ინტერვიუში რასიზმის შესახებ ისაუბრა.

უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ვინისიუსი ამ თემაზე ზედმეტად ხშირად საუბრობს.

"საუკეთესო თავდაცვა რასიზმისგან? ყურადღების ნაკლებად მიქცევა, თუმცა ვინისიუსი ძალიან ემოციურია და ასე ამ პრობლემასთან გამკლავება გაუჭირდება.

არ ვფიქრობ, რომ რასიზმის თემა აქტუალური უნდა იყოს, უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ მაწუხებს და ყურადღებას არ ვაქცევ.

ვერ ვიტყოდი, რომ ვინისიუსი გოგოსავით ტირის, თუმცა ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია", - განაცხადა ემერსონმა.

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

alt"მაშინ

სად იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

alt"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა ასეა,მაგრამ რომ ვიყოთ უფრო სამართლიანი და აქტუალური უნდა აიკრძალოს არა კონკრეტულად რასიზმი არამედ ნებისმიერი დაცინვა გარეგნობაზე.
უნდა შევთანხმდეთ ადამიანები რომ გარეგნობას არ ვირჩევთ.
აი ვთქვათ იგივე დოზით იყოს თუნდაც სიმელოტეზე ან სიმსუქნეზე დაცინვა-ყველა ერთ პაკეტში და ესეც მოკეტავს და არც არავინ გაღიზიანდება.
მე მგონი ოპტიმალური და სამართლიანი ასე იქნება
Levani
17:45 05-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული