გრილიში: მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გვარდიოლა სრულ თავისუფლებას აძლევდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ჯეკ გრილიშმა Daily Mail-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

ინგლისელის თქმით, ლეო ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც პეპ გვარდიოლას გუნდში მოედანზე ყველაფრის უფლება ჰქონდა.

"გვარდიოლას გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სურდა, ლიონელ მესი იყო, პეპი მას ყველაფრის უფლებას აძლევდა", - განაცხადა გრილიშმა.

შეგახსენებთ, გვარდიოლა მესის "ბარსელონაში" 2008/2012 წლებში ავარჯიშებდა. პეპმა "ბლაუგრანას" შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა "ბაიერნში" გააგრძელა, ხოლო ლეომ კატალონიური კლუბი 2021 წელს დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ის მივირს ამ ბავშვმა საიდან იცის რის უფლებას აძლევდა პეპი ლეოს? დავიჯერო პეპმა მოუყვა?
მესი!
11 აპრილი 2024 16:05
1
მაპატიოს ყველამ ვისაც არ მოეწონება ჩემი აზრი:

მესის გენიალურობა იმაშია, რომ როცა ცოტა ასაკი მოემატა იმდენს არ დარბოიდა, მაგრამ მცველების მოქმედებას და ნახევარდავისა მოქმედებას სწავლობდა. ხვლებეს ნახულობდა და წამიერად შეეძლო ნებისმიერი ზღუდის გადალახვა, ან თავად ან ერთი პასით. ტყუილად კი არ იდგა სტადიონზე და უყურებდა სხვები რას აკეთებდნენ. მისი გენიალურობა სწორედ აბაშია. ბევრი გადაცემა მინახავს მესი რომ დასეირნობს ვითომ მოედანზე და სინამდვილეში რას აკეთებს.

ასე რომ ჯერ კრუიფმა და შემდეგ მესიმ ფეხბურთში სხვა დონე წამოწიეს. ამიტომ მიაჩნია რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა. შემდეგ მარადონა პელე და რათქმა უნდა შემდეგ კრუიფი და შემდეგი რა თქმა უნდა ფეხბურთის ფენომენი რონალდო(ბრაზილიელი).
ეს ჩემი აზრია და ვისაც არ მოწონს შეუძლია არც წაიკითხოს. უბრალოდს ფეხბურთი სპორტია ხელოვნების ელემენტებით და მესიმ ეს ხელოვნება უფრო მაღალ დონეზე აიტანა, ისე როგორც თავის დროზე კრუიფმა
zura
09 აპრილი 2024 11:55
0
როდესაც კითხვას სვამენ მესი თუ რონალდუ თავიდანვე კითხვა არასწორად არის დასმული.
ფეხბურთის მცოდნე ყველა თანხმდება,რომ სამი კაცი: პელე,მარადონა და მესი ცალკე დგას და დანარჩენი საფეხბურთო სამყარო ცალკე.არავის არ უთამაშია ფეხბურთი ისტორიაში ამ სამ კაცზე უკეთ. ამ სამშიც კი მესი საუკეთესოა.შესაბამისად თუ შედარებაა ეს სამი კაცი უნდა შეადარო ერთმანეთს და დანარჩენები ვისაც გინდათ იმას.
ლაშა
28 აპრილი 2024 12:30
0
100%-იანი ხარ. მესის რო რონალდუს ფიზიკური მონაცემები ქონოდა არც იმ პაუზებს აიღებდა თამაშის დროს. და მთავარი ლეოს რო დანარჩენებივით ერბინა თამაშის ბოლოს მთელ მინდორს დრიბლინგებით ვერ გაივლიდა რომ მორიგი შედევრი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის.
zura-ს
11 აპრილი 2024 16:03
0
ყველა გამოხმაურება
ერთი თქვენი ჭირიმე რა? ლეო მესის ნუ ედრებით ნურავინ! გვარდიოლამ იცოდა ვისთანაც ქონდა საქმე და მაგიტომაც აძლევდა თავისუფლებას!
გიგა
08 აპრილი 2024 17:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული