"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

AutoSharing Option
ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" წინადადებას დათანხმდება და მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტე პოზილიპოში უკვე სახლს ეძებს და "ნაპოლის" ფეხბურთელ მატეო პოლიტანოსაც გაესაუბრა, რათა ქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.

მეტიც, ანტონიო დეიან კულუშევსკის (ტოტენჰემი) და მარტინეს კუარტასაც (ფიორენტინა) დაუკავშირდა. სპარნიელის მტკიცებით, ანტონიოს ერთი სული აქვს, როდის შეუდგება საქმეს და "ნაპოლიში" მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

შეგახსენებთ, ბოლოს კონტე "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც მას შემდეგ დაითხოვეს, რაც "საუთჰემპტონთან" მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკუთარ
ფეხბურთელებს "ეგოისტები" უწოდა.

alt"მსურს, ჩემი გუნდი კონტემ გაწვრთნას" - დე ლაურენტისის ქალიშვილმა "ნაპოლის" ფანს სოციალურ ქსელში უპასუხა [PHOTO]

altკონტემ დე ლაურენტისს ულტიმატუმი წაუყენა - საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია

alt"ბოლო 48 საათში რაღაცები შეიცვალა" - დე ლაურენტისმა კონტე მაინც დაითანხმა?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა სასწრაფოდაა წასასვლელი ნაპოლიდან.
ჭორლეონე
20 აპრილი 2024 23:49
0
კონტეს კანდიდატურა კარგია. თუ პრეზიდენტი არ ჩაერია მათ საქმეებში უფრო კარგი იქნება კლუბისთვის. მაგრამ რაღაც არა მგონია მასე მოხდეს.
გია
13 აპრილი 2024 16:29
0
ვერ გაუმოვა ნაპოლოში ვერაფერი. ნაპოლი არ შეეფერება მის ფეხბურთის აზრს..მეოთხე ადგილი მაკსიმუმ სერიაში…..
Geo
12 აპრილი 2024 15:30
8
კონტეს სქემაში ხვიჩას ადგილი არ იქნებაო წერენ ჟურნალისტები და არ ვიცი.ისე,იქნებ კონტესთან უკეთესადც ათამაშდეს,უფრო დაოსტატდეს,არაა გამორიცხული.
მირო
12 აპრილი 2024 14:25
2
ეგოისტებიო? ოჰო, მაგ Ლოგიკით Ქართული კლუბების Მწვრთნელები სისხლის სამარᲗალᲨი უნდა იყვნენ მიცემულები
დინამოელი
12 აპრილი 2024 10:44
4
ხვიჩასთვის ეხლა ღირს თუნდაც ერთი სეზონით ნეაპოლში გაჩერება!
ლაშა
12 აპრილი 2024 10:32
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული