Marca-ს ცნობით, გერმანული კლუბის წარმომადგენლები ზინედინ ზიდანს დაუკავშირდნენ. მოგეხსენებათ, ფრანგი ლეგენდა 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.
გამოცემის ინფორმაციით, "ზიზუს" "რეკორდმაისტერისთვის" ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ ზაფხულში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს და "ბაიერნის" წინადადებას აუცილებლად განიხილავს.
შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა "რეალის" მეორე გუნდში დაიწყო, ერთი სეზონის განმავლობაში ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და "სამეფო კლუბს" 2021 წელს საკუთარი გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.
მიუნხენელები მთავარი
"ბაიერნი" ტუხელის ზიდანით შეცვლას გეგმავს