"გასულ წელს საუკეთესო ევროპული გუნდის კაპიტანი ვიყავი, წელს კი..." - რა განაცხადა დი ლორენცომ?

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ "ფროზინონესთან" (2:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაუკარგავს.

"სტაბილურად მატჩების მოგებას ვერ ვახერხებთ, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გასულ წელს, საუკეთესო ევროპული კლუბის კაპიტანი ვიყავი, წელს კი გაჭირვებული გუნდის კაპიტანი ვარ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოვიყურებით და არადამაჯერებლები ვართ. მეტოქე მშვენივრად ხდება, რომ თავის დაცვა სათანადოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციით კმაყოფილები არ ვართ.

რაც უფრო ხშირად ვ
ართ საკუთარ ნახევარზე, უფრო მეტ გოლს ვუშვებთ, ამ ასპექტზე ბევრს ვმუშაობთ.

მიუხედავად ყველაფრისა, დანებებას არ ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაგვიკარგავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

altეს მთელი "ნაპოლის" მარცხია - რა თქვა დი ლორენცომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

altდი ლორენცო: არავის არ აქვს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი ნაპოლი იყო საუკეთესო ევროპაში შარშან და მეორე კიმ ჩენ ინია მსოფლიო მმართველი.
დათო
16 აპრილი 2024 08:23
0
ევროპაში საუკეთესო გუნდი შარშან იყო სიტი..ნაპოლის საუკეთესოება არ გაიშვას არსად.ერთი საშუალო დონის იტალიური გუნდია,რომელსაც შარშN გაუმართლა გრანდების სუსტი თამაშის გამო.
ლაშა
16 აპრილი 2024 08:21
6
ლევერჯუზენი მეტი იყო და არის, გერმანიაში და ევროპაშიც ვიდრე ნაპოლი.
G.LA
15 აპრილი 2024 23:24
2
ძალიან მომწონს როგორც პიროვნება.დააკვირდით როგორ გულწრფელად უხარია ხვიჩას კარგი თამაში და გოლი.წარმატებებს ვუსურვებ.
Tazo
15 აპრილი 2024 22:34
0
გაჭირვებული არა, უფრო ჩა---ლი.D
tobo
15 აპრილი 2024 19:19
2
ჩვეულებრივი ამბავია. ნაპოლი არაა დიდი გუნდი და არც არასოდეს ყოფილა. ნაპოლის ნაირი გუნდები სხვა ქვეყნებში ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდებიან ჩემპიონები.ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება. იგივე იქნება ლევერკუზენის შემთხვევაშიც
ლაშა
15 აპრილი 2024 18:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული