"ვარჯიშზე ფეხბურთელებს ეჩხუბა და ახალ მეთოდს მიმართა" - რას წერს იტალიური გამოცემა კალცონაზე?

AutoSharing Option
20 აპრილს, სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლისა" და "ემპოლის" (0:1) მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ევროტურნირებზე მოხვედრა რთულ მისიად მოჩანს...

Corriere dello Sport-ის ცნობით, კალცონამ სავარჯიშო პროცესზე საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა და მოთამაშეებს მათი ფოტოები აჩვენა, რომლებიც "ემპოლისთან" მატჩში იყო გადაღებული.

ამით კალცონამ ფეხბურთელების დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი სათამაშო განწყობა არადამაკმაყოფილებელია.

ცნობილი იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ ფრანჩესკომ ვარჯიშზე მოთამაშეები ფიზიკურად ძალიან დატვირთა და დისციპლინის
პრობლემების მოგვარებას შეუდგა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"თითქოს ფეხბურთელებს მატჩის მოგება არ უნდოდათ" - რა თქვა კალცონამ "ემპოლისთან" მარცხის შემდეგ?

altკალცონამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

altდე ლაურენტისმა კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა



მკითხველის კომენტარები / 14 /
დებილი ფეხბურთელები ყავს,ზოგიერთს არც კი ცალია ფეხბურთისთვის.ოსიმენი კლოუნია,კვარაცხელია ნაცების ქება-დიდებით არის დაკავებული
!!
23 აპრილი 2024 22:43
33
რცხვენია კი არა, ეს და ამისთანა ...ები, იმაზე არიან გამეცადინებული რა ახალი ს..ა დაახეთქონ და სხვა კომენტარების "მოწონება -არმოწონებას" დროულად დააჭირონ.
ესაა ამათი "სამსახური" !
კოკო -ს
24 აპრილი 2024 13:55
3
ეგრე იყოს !
ისემც შენი ...
24 აპრილი 2024 13:49
2
ყველა გამოხმაურება
დებილი მწვრთნელი ტაქტიკა 0 და ფეხბურთელებს აბრალებს უტიფრად დაიწყო სადამსჯელო ღონისძიება დიდის ამბით. შენ თუ თავი არა გაქ გუნდს აბრალე და დასაჯე ეგრე წინ ვერ წახვალ ძია
bidzia
23 აპრილი 2024 20:39
12
მომწონს მე ეგ კაცი თავისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე და მომწონს როგორც მწვრთნელი. ძალიან საინტერესო კაცია ყოველნაირად პატიოსანი და ნიჭიერი.
რობი
23 აპრილი 2024 16:35
12
Ფეხბურთელები შავ ბონუსებს დასდევდნენ და მწვრთნელის მაგივრად "დე ბაბუს და ვაი მეგობრებს" უსმენდნენ რა მწვრთნელის ბრალია, ნაპოლიმ რომ შეგნებულად არ ითამაშა და სპეციალურად არ იტანდნენ გოლს და არ ამწვავებდნენ რა მისი ბრალია, ტოტალიზატორი და ფულია აქედან, იქედან კიდევ მატერიალიზმი და ღალატი
გ.შ.
23 აპრილი 2024 22:54
4
მარტო მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ძალიან რთულ ფეხბურთს ათამაშებს???
დათო
23 აპრილი 2024 16:06
11
ნიკოს.შენ გეტყობა ბევრი გაქვს ფეხბურთი ნათამაშები,იცი რასაც იძახი ))))
დათო
23 აპრილი 2024 23:54
1
კი, ნავიე-სტოკსის ტიპის არაწრფივ კერძოწარმოებულებიან დიფერენცაილურ განტოლებათა სისტემების ამონახსნების არსებობისა და სიგლუვის საკითხების გადაწყვეტას ითხოვს ნაპოლის ფეხბურთელებისგან
ნიკო
23 აპრილი 2024 17:51
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული